თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეთორმეტე

ხათუთა გაიწმინდა და ბოსლიდან გამოვიდა. ჯერ სინათლეს ვერ უძლებს და თვალებს სჭუტავს. გაიცრიცა და გახდა. ლასლასით დადის და ჩურჩულით ლაპარაკობს.

ჩემი შვილი კი ხუთმეტი გირვანქაც გამოვა. პაწაწა თითებით ლამის წვერ-ულვაში დამაგლიჯოს და ფეხებით მუცელი ჩამინგრიოს. მისი შენაძახი მთელ სოფელს ესმის.

თოთიასთან გადავედით. ხათუთა ისვენებს და ფერზე მოდის. განატიფდა და უფრო დამშვენდა. შარშან მოჭიდავეს ჰგავდა, ეხლა კი ანჩის ღვთისმშობელს დაემსგავსა. თხოვნა...