თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეთერთმეტე

- ცუცქი, - ვუთხარი ჩემს ცოლს, როცა ფშავ-ხევსურეთში წამოსასვლელად ვემზადებოდი. - ცუცქი, აქ დაჯექი, სათქმელი მაქვს.

დაჯდა და ხორც-ნაპარევი კატასავით შემომხედა. მე დიდხანს ჩავცქეროდი მღვრიე თვალებში და განგებ ვსდუმდი. ცუცქიამ ვეღარ გამიძლო და თვალები აქეთ-იქით გააცეცა.

- ცუცქი, მე ყოველივე ვიცი. - სუსხით ვეუბნები და ჩემს ხმაში ფოლადის სიმტკიცეს ვასხამ.

არაფერიც არ ვიცი. მაგრამ ისევ ვიმეორებ - რიხით და რწმენით:

- ვიცი! ყოველივე...