თავი მეათე
წიქა ისარივით შემოვარდა:
- დვირბინი სად ას, დვირბინი? თოფი სად ას, თოფი?
დურბინდი და ორი თოფი მოიტაცა, ისევ ისარივით გაიჭრა და მომაძახა:
- ვაჟიკავ, აჩქარდი! თოფი წამოიღი, თოფი!
ყალივანი დავაგდე, თოფს ხელი დავტაცე და გავიქეცი.
გარეთ მგელიკა დგას. ასი წლის თვალებს ხელით იფარავს, ცას გასცქერის და ბუტბუტებს:
- არწივ ბოინობს, არწივი, თუმცა... არა ღგავის.
ცაში ავიხედე და - რა თქმა უნდა არა ჰგავს - ავიხედე...
