თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეცხრე

რადგან ადამიანი „მავკალ“, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.

დილით ადრე, ქალაიები რომ წყალზე მირბოდნენ, მე სვეტივით ვიდექი ბანზე და ყალივანს ფაშასავით ვაბოლებდი. არც ხათუთა ჩქარობს წყალზე წასვლას. დედოფალივით იდგა კარებთან და მიმავალ ქალებს ეხმაურებოდა.

- გადაშჩია ვაჟიკავ, გადაშჩი? -...