თავი მერვე
მამაჩემი მიწას მოსწყდა და ქალაქს მიეკედლა. მეც მიწა ვიყავი და ისევ მიწას დავუბრუნდი. ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით მაბორიალეს და ბოლოს ამ ბუნაგში ამომაგდეს.
იმ ქვეყანამ, რომელიც მე, ჯურხა, თოთია და მათი ჯალაბნი მოვსწყდით, ვერ მოგვინელა და უკანვე გადმოგვანთხია. ვერც ჩვენ მოვინელეთ და საიდანაც დავიწყეთ, ისევ მასვე დავუბრუნდით - მიწას, ბუნებას, ჯურხაანთ-კარს!
ჩემს ფიც-ნაჭამ ძმას ისიც კი არ ეტყობა, რომ ოდესმე თელავში ყოფილიყო,...
