თავი მეშვიდე
დეიდა მაიკოს არ უნდოდა ქალაქში დაბრუნებულიყო, სანამ „ჭრიჭინა“ ცუცქიაზე ჯვარს არ დავიწერდი. მაიკოს სამოქალაქო ცოლ-ქმრობისა არაფერი არა სჯერა. ცუცქია კი ცხარე უარზეა:
- ოჩენ ნადო!
დღეს თუ ხვალ ქალების კლუბი უნდა დააარსოს, სადაც მამაკაცის „ნაგაც“-კი - ფეხიც არ იქნება. მე კი ჯვრის-წერა ამიჩემებია!
- ოჩენ ნადო! ნე სმეი!
ცუცქიას მოღვაწეობა შეთქმულებას ჰგავს. დღე არ გავა, რომ ქალების კრებაზე არ წავიდეს. იქ რაღაც საშინელს გვიმზადებენ...
