თავი მეხუთე
უზარმაზარ წიფლის ქვეშ ვწევარ, ქვეშ ნაბადი მაქვს გაშლილი. ჩემი სხეული და სული დაჟინებით მოითხოვს გახევებას, დუმილს, გარინდებას. თითქო თვითონვე იპოვნეს თავიანთი წამალი. აგერ ათი დღეა, რაც დილიდანვე ტყეში დავბორიალებ და მარწყვსა და უცხო ყვავილებს ვკრეფავ. მერმე უთუოდ ამ წიფელს მოვნახავ და მკვდარივით გავიშოტები. შუაღამემდე არცა ვდგები, არც ვინძრევი, არც ვფიქრობ. კუნძივით ვგდივარ და ვისვენებ.
გვერდით ლომა-ძაღლი მიწევს. ზევით ციყვი სცხოვრობს. ჯერ ჩემი მისვლა...
