თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეორე

ხუთმეტი წლის ჯურხა ხევსურეთს მოერიდა და ქალაქისკენ წამოვიდა. ბარში რომ ჩამოვიდა, ერთ სოფელში გაოცებული შესდგა: ერთ ეზოში ასიოდე ფრთა შინაური ფრინველი დაინახა - ქათმები, წიწილები, იხვები, ბატები, ინდოურები და მათი ჭუჭულები. ვიღაც დედაკაცი ნაკმაზს უყრიდა მათ, ისინი კი გარშემოხვეოდნენ და ჟივილ-ჟღურტულით ჰკენკავდნენ.

ჯურხას გული დაუდნა. ღიმილით და ხელგაშლით მიეტანა ფრინველს, მაგრამ შემოეფანტნენ. დედაკაცი მიუხვდა, რომ ხევსურს ჯერ ფრინველი არ ენახა, ჯურხას გაუცინა,...