თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი პირველი

„საქართველოს სპილენძი აღარა აქვს, - ვთქვი და გადავწყვიტე: - უნდა ვიპოვნო“.

ვიცოდი, რომ ალაზნის სათავეებში - მაღალი ბორბალოს ნაოჭებსა და კალთებში - დაგროვილია ყვითელი ჯავარი, რომელიც უთვალავ საუკუნეთა განმავლობაში მზის ნახვას და გადადნობას ელოდებოდა. გადავწყვიტე და ორი დღის შემდეგ კახეთი გადავჭერი.

- საით მივდივართ, ძმობილო? - ვკითხე ჩემს მეგზურს.

- იქით, შენი ჭირიმე მე. - მიპასუხა ახმეტელმა ნაჩაფრალმა და ჩრდილოეთისკენ გაიშვირა გაქონილი თი...