საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

გლეხი ბოსტაშვილი

მეფე ერეკლეს დიდხანს ჰქონდა ომი სპარსელებსა და ოსმალებთან. ამით ისარგებლეს ჭარელმა ლეკებმა, რომელნიც საინგილოს ახლო ცხოვრობდნენ, და რბევა დაუწყეს ინგილოებს. ბედად, ერეკლემ მალე ბრწყინვალედ გაიმარჯვა სპასრელებზედაც და ოსმალებზედაც და მაშინ მოიწადინა ჭარელების ჭკუაზე მოყვანა და ალაგმვა. შეკრიბა ჯარი, მიადგა ჭარსა და იწყო ბრძოლა. ზურგის ჯარად ერეკლეს ჩვენებური თათრები ჰყავდა. ესენი წინათ დიდს ერთგულებას იჩენდნენ ქართველებისას, მაგრამ ახლა კი უღალატეს და უკანიდან...