ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
I
ერეკლე
მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავის ჯარით უკან გამობრძანდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა.
უცებ მეფეს თავზე...
