საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ერეკლე მეორე

ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდეგ ქართველი ერი უდიდესი თაყვანისცემით იხსენიებს ერეკლე მეფესა. ხალხის თვალში ერეკლე მეფე გარემოცულია საოცარი გმირის შარავანდედით. აუარებელ ლექსში იგი აქებს და ადიდებს ერეკლეს სამაგალითო ვაჟკაცობას, მის საარაკო უშიშრობას, მის საოცარ გულოვნობას, მის მახვილს ჭკუას, მის არწივისებურ სისწრაფესა და მის თავგანწირულობას მამულისათვის.

მართლაც, მისი ორმოცდათოთხმეტი წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა...