საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

განათლების აღორძინება და ვახტანგ მეექვსე

მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოს წყვდიადი გაანათა ერთმა საიმედო სხივმა. ეს სხივი იყო ქართული მწიგნობრობის გაღვიძება და აღორძინება. ერთად-ერთი უებარი წამალი იმ განცალკევებისა, რომელიც აუძლურებდა საქართველოს და მეტად დაბალ ღობედ ჰხდიდა, იყო სწავლა-განათლების მოფენა ქართველთა შორის; ქართველების ერთობა მოისპო მას უკან, როცა განათლება ჩაქრა ჩვენს ქვეყანაში ველურ მტერთა ხანგრძლივი მბრძანებლობის გამო. მაშასადამე, ამ ერთობის აღდგენა შესაძლებელი...