საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

პატარა საქართველო სპარსეთში

1. გადასახლება

თბილისიდან რომ ცხენით წახვიდე სპარსეთში, რომელიც სძევს სამხრეთით ჩვენი ქვეყნისა, ერთი თვის მოგზაურობის შემდეგ მიხვალ სპარსეთის სატახტო ქალაქ თეირანში. თეირანიდან რომ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გასწიო ცხენითვე და მთელი ორი კვირა იარო, მიაღწევ ერთს ქვეყანაში, რომელსაც ფერეიდანი ჰქვია. აქ ამ მეტად შორეულს ქვეყანაში, აღმოაჩენ პატარა საქართველოს, სადაც ორმოცი ათასი ქართველი სცხოვრობს. შენ გაკვირვებას საზღვარი არ აქვს და...