დანაწილება საქართველოსი და მისი დაქვეითება
საუბედუროდ, მტერთა ვერაგობამ და შინაურთა თავმოყვარეობამა და უკუღმართობამ ხელახლად ბოლო მოუღო ქართველთა ერთობას. ამასთან ერთად ჩაესვენა მზე საქართველოს სიძლიერისა და დადგა მწუხრი მისი დაქვეითებისა, უძლურებისა, დაძაბუნებისა.
ქართლს, საქართველოს შუაგულს, ჯერ იმერეთი მოსწყდა, მერე კახეთი. ძმები გაიყარნენ და ერთი დიდებული ოჯახის ნაცვლად სამი პატარა ოჯახი შეჰქმნეს. კახეთმა საკუთარი მეფე დაისვა და საკუთარი სატახტო ქალაქი გაიკეთა ჯერ...
