ქართველთა მეფე გლეხის ქოხში სტუმრად
ეს ამბავი მოხდა სამასი წლის წინათ, მეთექვსმეტე საუკუნის დამლევში. ამ დროს საქართველო აღარ შეადგენდა ერთეულს და ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც იყო იგი თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის დროსა. წინააღმდეგ ამისა, იგი დაყოფილი იყო რვა ნაწილად: სამს სამეფოდ და ხუთ დამოუკიდებელ სამთავროდ. ყოველს ნაწილს თავისი მემკვიდრეობითი მბრძანებელი ჰყავდა და განცალკევებული ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ამ მბრძანებლებს ხშირად მოსდიოდათ ერთმანეთში შინაური ომი და იმის გამო...
