საშინელი სასჯელი მოღალატისა
მეთექვსმეტე საუკუნის გასული იდგა. თბილისის სამხრეთით სოფელ ტაბახმელას[26] მიდამოში საშინელი ომი იყო გაჩაღებული. იბრძოდნენ ერთი მხრივ სპარსელები და ლეკები, მეორე მხრივ ქართველები. პირველ დღეს ომის სასწორმა გადმოიხარა ქართველებისაკენ, მეორე დღესაც გამარჯვება უფრო ჩვენებისაკენ იყო, მაგრამ მესამე დღეს კი ქართველი ჯარის ბედი უკუღმა დატრიალდა საზიზღარი ღალატის გამო.
წინა ღამეს ჩვენი ჯარიდან მტრის ბანაკში გაიპარა ერთი უფროსთაგანი, გვარად...
