საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ლანგ-თემურის შემოსევა საქართველოში

გიორგი ბრწყინვალის ვაჟმა მშვიდობით იმეფა მთელს შეერთებულს საქართველოზე თოთხმეტი წელიწადი და დაამთავრა თავისი მამის ყოველი დაწესებულებანი[22]. იგი ადრიანად გარდაიცვალა და საქართველოს ტახტზე ავიდა ძე მისი ბაგრატ მეხუთე[23]. ახოვანებით, გამჭრიახი ჭკუით, სიმამაცითა და გამბედაობით ბაგრატი იყო პირწავარდნილი თავისი პაპა - გიორგი ბრწყინვალე. ამიტომ ყველა მოწინააღმდეგეზე ადვილად იმარჯვებდა, შინაური იყო ეს მოწინააღმდეგე, თუ გარეული....