საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

გიორგი ბრწყინვალე (1318-1346)

როცა დიმიტრი მეფე მონგოლთა ურდოში მიდიოდა, მისი საყვარელი ცოლი ნათელა ახალციხის გზას დაადგა. იგი მიისწრაფოდა თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან, და თან მიჰყავდა თავისი ჩვილი ვაჟი გიორგი, რათა მყუდროებაში უშიშრად აეზარდნა. ნათელა იმ დროს პირველ ქალად ითვლებოდა მთელს საქართველოში მაღალი ჭკუით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშვილობითა და განათლებით. ამიტომ მან თავისი ვაჟი გიორგი[19] ჩინებულად აღზარდა. მასში განხორციელდნენ...