დიმიტრი თავდადებული (1274-1289)
მონგოლების დროის თავდადებულთა შორის პირველი ადგილი უჭირავს მეფე დიმიტრისა[18]. ეს მეფე ყმაწვილობაში იყო ქეიფის მოყვარე და უზრუნველი, მაგრამ, როცა ხანში ჩავარდა, სრულიად გამოიცვალა: მეტად კაცთმოყვარე, ღვთისმოსავი შეიქმნა და დაუღალავად ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობისათვის. იმდენად გულკეთილი იყო, რომ ღამ-ღამით გადაიცვამდა ხოლმე უბრალო ტანისამოსსა და ჩუმად დაიარებოდა ხალხში, რათა თავისი თვალით ენახა მისი გაჭირვება, თავისი ყურით მოესმინა მისი...
