საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

თავდადებული ქართველი ეჯიბი

როდესაც მეცამეტე საუკუნეში მონგოლთა ჯარმა დაიპყრო სპარსეთი, მცირე აზია და საქართველო, მისმა წინამძღოლმა, რომელთაც მონგოლურად ნოინები ერქვათ, ყოველგვარი ძვირფასი ნადავლი გაუგზავნეს თავის ხელმწიფეს მანგუ-ყაენს. ამ მანგუ-ყაენს სატახტო ქალაქად ჰქონდა ყარაყურუმი[16], რომელიც იდო აღმოსავლეთით კასპიის ზღვის იქით და დაშორებული იყო საქართველოზე თითქმის ნახევარწლის სავალ მანძილზე. მრავალ ნადავლთან ერთად ნოინებმა გაუგზავნეს მანგუ-ყაენს თავისი მოხსენება,...