საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ცოტნე დადიანი

მონგოლნი საქართველოში

მეცამეტე საუკუნის ნახევარში თავი ისახელა თავდადებულობით საქართველოსათვის ერთმა დიდებულმა ქართველმა თავადმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი როგორ მოხდა ეს ამბავი.

თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია უმრავლესი და უმძლავრესი მტერი - მონგოლები, რომელნიც იყვნენ თათრის სარწმუნოებისა[15]. ამ ველურმა ხალხმა, ომში ძლიერ გამოცდილმა და მამაცმა, დაიპყრო...