საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა
I. დედოფალი და მემკვიდრე ტახტისა
დიდებულის მეფის თამარის ვაჟის ლაშა-გიორგის დიდხანს არ უცოცხლია თავის გამეფების შემდეგ. შუა-ხანში ჯერ არ ჩამდგარიყო, რომ გარდაიცვალა. ეს უდროოდ გარდაცვალება საქართველოს მეფისა და მით უფრო სამწუხარო იყო, რომ მას ნამდვილი მემკვიდრე არ რჩებოდა, ლაშა გიორგის კანონიერი ცოლი არ ჰყოლია. მას ხასად უჯდა ერთი კახელი ქალი, რომელზედაც ჯვარი ვერ დაიწერა. ეს ქალი დაბალის წოდების იყო და...
