სხივი წარსულისა
I
დიდს აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს; ხანგრძლივ გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე; დიდი სიხარული ხშირად დიდ სიმწუხარედ იცვლება ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
მსგავსად ამისა, დიდს ბედნიერებას საქართველოისას თამარ მეფის დროს მოჰყვა დიდი უბედურება მისი შვილების მეფობის ჟამსა. თამარის სიკვდილის შემდეგ თორმეტი წელიწადი ჯერ არ გასულიყო, რომ ბედნიერს საქართველოს უცბად შემოესია ველური და შეუბრალებელი მტერი. ეს მტერი იყო მონგოლთა ჯარი....
