თამარ მეფე
თამარი მეფობდა საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში. იგი იყო შვილისშვილის შვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როცა თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო შეერთებული და ძლიერი სამეფო იყო. ეს ძლიერი სამეფო თამარმა თავისი გამეფების შემდეგ გარდააქცია უძლიერეს სახელმწიფოდ.
თამარ მეფეს ჩვენი ხალხი მაღლა აყენებდა და აყენებს საქართველოს ყველა მეფეზე. რვაასი წელიწადია, რაც თამარი გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნით სავსეა ეხლაც მთელი ჩვენი...
