დავით აღმაშენებელი
დავითი მეფობდა საქართველოში მეთერთმეტე საუკუნეში[10]. თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს საშინელი უბედურებისა. ჩვენს ქვეყანას შემოესია მხეცი ხალხი, ფრიად მრავალრიცხოვანი, რომელსაც დიდძალი ჯარი ჰყავდა. ეს ხალხი იყო ოსმალები, ანუ თურქები[11]. მათ დაიპყრეს ჯერ მრავალი ქვეყანა და ბოლოს შემოიჭრნენ საქართველოში. გადაწვეს ქალაქები და სოფლები, დაანგრიეს ციხეები, ხალხს წაართვეს სარჩო-საბადებელი და ბევრიც დახოცეს....
