დიდი ღვაწლი „ივერიის“ მონასტრისა და თორნიკე ერისთავისა განათლების წინაშე
მეათე საუკუნეში საქართველოს დიდი ღვაწლი დასდეს იმ მონასტრებმაც, რომელნიც დაარსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნებში ქართველი ბერებისაგან.
ყველა ეს მონასტერი მოღვაწეობდა საბერძნეთის საბრძანებელში სხვადასხვა ადგილას, სახელდობრ: ულუმპოში, შავმთაზე, ანტიოქიის მახლობლად, იერუსალიმში, სინას მთაზე და ათონის მთაზე. მათ შორის პირველი ადგილი ეჭირა და მეტი ღვაწლით ბრწყინავდა ივერიის მონასტერი, წმიდა ათონის მთაზე...
