საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

არაბთა შემოსევა საქართველოში. წამება დავით და კონსტანტინესი და არჩილ მეფისა

მეფე ვახტანგის სიკვდილის შემდეგ ას ორმოცის წლის განმავლობაში საქართველო ებრძოდა თავის ძველებურს მტერსა - სპარსეთსა. ბრძოლა იყო, რასაკვირველია, არა მუდმივი, არამედ დრო-გამოშვებითი.

შემდეგ ჩვენს ქვეყანას შემოესივნენ ახალნი მტერნი - არაბნი. მეშვიდე საუკუნეში ერთმა არაბეთის შვილმა, სახელად მაჰმადმა, თავისი თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა, შემოიღო ახალი სარწმუნოება და პირველ მცნებად დაადგინა...