ვახტანგ გორგასლანი
როგორც „დედა-ენიდან“ იცით, ქრისტიანობა ქართველებმა მიიღეს მეფე მირიანის დროს, მეოთხე საუკუნეში. ასი წლის შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, სამეფო ტახტი დაობლდა, რადგანაც საქართველოს მეფე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრე ვახტანგი ჯერ კიდევ ექვსი წლისა იყო. სამეფოს მართვა იკისრა მისმა დედამ - დედოფალმა სუნდუხტიმ. მტრებმა ისარგებლეს საქართველოს დაობლებით და იწყეს აქეთ-იქით შემოსევა. აღმოსავლეთ-სამხრეთიდან სპარსელები აწუხებდნენ, დასავლეთ-სამხრეთიდან - ბერძნები,...
