პირველი მეფე საქართველოსი ფარნაოზი
ფარნაოზის მამა იყო მცხეთის მამასახლისი. ფარნაოზის ბავშვობის დროს საქართველოს შემოესია მაკედონელთა წინამძღოლი იაზონი დიდძალი ჯარით. სძლია ხანგრძლივ ომში ქართველ ჯარსა, მოუკლა მას წინამძღოლი, მცხეთის მამასახლისი, და ჩვენს ქვეყანას დაადო კისერზე მონობის უღელი. დაქვრივებულ ცოლს მოკლულის მამასახლისისას ეშინოდა იაზონისა და ამის გამო გაეცალა ქართლს, წავიდა ჩრდილოეთისაკენ და თავი შეაფარა ოსეთში, თან გაიყოლა პატარა ფარნაოზიც. ოსებმა დიდი პატივით მიიღეს...
