საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

მამასახლისების დრო

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ქართველი ბავშვი ქართველი დედ-მამისაგან იბადება. ეს დედ-მამა ვიღასაგან დაიბადა? რასაკვირველია, თავის დედ-მამისაგან. ამ უკანასკნელთაც თავისი მშობლები ჰყავდათ. ასე რომ ვიაროთ წარსულისაკენ, ბოლოს მივალთ იმ პირველ ქართველ დედ-მამასთან, რომელთაც თავდაპირველად წარმოშობეს ქართველები.

პირველს ქართველს თურმე ქართლოსი ერქვა და ამის გამო მის შთამომავალთ დაერქვათ ქართველები[3]. თავდაპირველად ქართველები მხოლოდ ერთ დიდს ოჯახს...