საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჭანეთი

ჭანეთი არის გრძელი და ვიწრო ქვეყანა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იგი გაჭიმულია ბათუმიდან ტრპიზონამდე ას სამოცდაათი ვერსის მანძილზე, სიგანეზე კი მომწყვდეულია ჭანეთის ქედსა და შავ ზღვას შუა. ზოგან ეს ქედი ისე უახლოვდება ზღვის ნაპირს, რომ იმათ შუა ათი ვერსის სიგანე ძლივსღა რჩება, სულ დიდი სიგანე ჭანეთისა ძლივს შეადგენს ორმოც ვერსსა. თუმცა ჩვენ ჭანეთის სამხრეთის საზღვრად ტრაპიზონი დავასახელეთ, მაგრამ მოგზაურები ამტკიცებენ, რომ ტრაპიზონის იქით მხარეც ჭანებით არის...