საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ქობულეთი

იმ ნაწილს მესხეთისას, რომელიც გურიიდან ჭოროხამდე არის გაგრძელებული აჭარას და შავ ზღვას შუა, ჰქვია ქობულეთი. ქობულეთი უწინ გურიის ნაწილი იყო და ამიტომ აქაურნი მცხოვრებნი აქამდისაც გურულებს ჰგვანან ყოველიმხრით, სახითა და ჩვეულებით, მხნეობითა და შრომისმოყვარეობით; ქართულადაც გურულს კილოზე ლაპარაკობენ. გურულებისაგან განირჩევიან მხოლოდ მაჰმადის სარწმუნოებითა, რომელიც ძალდატანებით მიაღებინეს ოსმალებმა, მაგრამ ქრისტიანობის პატივისცემა ხალხს აქამდე დაუმარხავს გულში:...