საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

შავშეთი და ერუშეთი

აჭარიდან რომ სამხრეთისაკენ გამგზავრდე, კარჩხალის მთა დაგიხვდება. ამ მთას რომ გადახვალ, ჩახვალ შავშეთში, რომელსაც აღმოსავლეთით უძევს არსიანის მთა. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხარე ამ კუნჭულისა დაფენილია კარჩხალისა და არსიანის მთის კალთებით, - იგი მთიან გორიანი ადგილია და ხეობები ვიწრო აქვს. მხოლოდ შუაგულში წარმოადგენს ფართო ვაკეს და იპყრობს ბევრს სახნავ-სათეს მინდვრებს. ამ მინდვრებს რწყავს სათლელის მდინარე, რომელსაც ერთვის ბევრი მთის წყალი. ნიადაგი აქ...