საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჯავახეთი

აღმოსავლეთით ახალციხის მხარეს უძევს ჯავახეთი, რომელიც ახლა ახალქალაქის მაზრას შეადგენს. ამ ქვეყანას უჭირავს ახალციხის მხარეზე კიდევ უფრო მაღლობი და ტიტველი მინდვრები. ამიტომ აქ კიდევ უფრო გრილი ზაფხული იცის და ცივი ზამთარი, მინამ ახალციხის მხარეში. თუმცა აქ მიწის ნიადაგი მეტად ნოყიერია, მაგრამ ტყე სრულიად არ მოიპოვება; მდინარეებიც ამიტომ მცირედ არის. ამ მდინარეებში მეტად გემრიელი კალმახი ბუდობს.

უმთავრესი საქმე ჯავახებისა არის ხვნა-თესვა. ხვნა ბლომად...