ახალციხის მხარე
თრიალეთის მთის სამხრეთით ახალციხის მხარე და ჯავახეთი მდებარეობენ. ეს ქვეყნები დიდი ხნით იყვნენ ოსმალეთის ხელში და მხოლოდ 1829 წელს შემოიერთა რუსეთმა.
ახალციხის მხარეს მეტად მაღალი მდებარეობა აქვს. ამის გამო აქ ძალიან გრილი ჰავაა. ზამთარი ცივი იცის და ხშირად სამ-ოთხს თვეს დედამიწა თოვლით არის დაფენილი. გიორგობისთვეში, როცა შემოდგომის მშვენიერი თბილი დღეებია ქართლსა და კახეთში, ახალციხის მხარეში თოვლი სძევს და ზამთარი გაჩაღებულია. სიგრილისა და...
