საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

სამხრეთ საქართველო

ანუ ძველი მესხეთი

საზოგადო მიმოხილვა

მესხეთი უწინდელს დროში ერქვა საქართველოს ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთით ისაზღვრება თრიალეთის მთით, ბორჯომის ხეობითა და იმერეთ-გურიის მთებით. დასავლეთით - შავი ზღვით, აღმოსავლეთით - სომხეთით და სათათრეთით, სამხრეთით - ტრაპიზონის კიდით. ამჟამად იგი შეადგენს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრასა და ბათუმის გუბერნიას. ხსენებულს საზღვრებს შუა მდებარე ქვეყანა სივრცითა და მცხოვრებთა რიცხვით უწინდელს დროში...