საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

სამურზაყანო

უეჭველია, ბევრი ამ ქვეყნის სახელს პირველად გაიგონებს; საკვირველიც არ არის. სამურზაყანოს უჭირავს ქუთაისის გუბერნიის განაპირა და მივარდნილი ადგილი, სადაც კაცი სრულიად არა ჰხვდება. მით უფრო საჭიროა სამურზაყანო მოკლედ მაინც ავწეროთ.

სამურზაყანოს საზღვრავს ჩრდილოეთით კავკასიის ქედი, აღმოსავლეთით - სვანეთი და სამეგრელო, სამხრეთით შავი ზღვა და დასავლეთით - აფხაზეთი. სიგანით ეს ქვეყანა ორმოცი ვერსი იქნება, სიგრძით - სამოცი; შეიცავს 50.000...