სვანეთი
1. გვარ-ტომობა სვანთა, საზღვრები, ბუნება, წარმოება მცხოვრებელთა
ქართველო ტომების უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენდნენ. პირისახით სვანი ძლიერ ჰგავს მთიულ ქართველებს: ფშავებს, ხევსურებს, თუშებსა და სხვებს. სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური. სვანურს სოფლებს უმეტეს ნაწილად შეცვლილი ქართული სახელები ჰქვია. სვანური ენაც ქართული ენიდან არის წარმომდგარი; ქართული სიტყვა და მეტადრე მეგრული სვანურს ენაში ძალიან...
