რაჭა
I
იმერეთს ჩრდილოეთის მხრით უძევს რაჭა, რომელიც შეადგენს ცალკე მაზრას. იმერეთს რაჭისაგან საზღვრავს ნაქერალას ქედი, ამ ქვეყანას დარქმევია რაჭის სახელი, როგორც მოგვითხრობს ჩვენი პირველი გეოგრაფი ვახუშტი, შემდეგის შემთხვევის გამო: ერთი ქართველი მონადირე, რომელიც პირველად აქ დასახლებულა, ასულა თურმე იმერეთიდან ნაქერალაზე და რომ გადაუხედნია იქით, განცვიფრებულა ამ ღრმა და ვიწრო რიონის ხეობით, მიუმსგავსებია იგი ჭისათვის და წამოუძახნია: „ეს რა ჭა ყოფილაო!“ თვითონ ხალხს...
