საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

იმერეთი

იმერეთი ქართლიდან დასავლეთით ძევს. ამ ქვეყანას ჩრდილოეთით საზღვრავს ნაქერალას ქედი, აღმოსავლეთით - სურამის მთა, სამხრეთით - აჭარა-ახალციხის მთა, დასავლეთით - გურია და სამეგრელო. იმერეთი იპყრობს 500.000 მცხოვრებელსა.

იმერეთი ორ ნაწილად განიყოფა: ზემო იმერეთად და ქვემო იმერეთად. ქალაქ ქუთაისს ზემოთ აღმოსავლეთისაკენ სურამის მთამდე სულ ზემო იმერეთი ჰქვია, ქუთაისს ქვემოთ დასავლეთ-სამხრეთისაკენ ქვემო იმერეთს უწოდებენ. პირველი შეადგენს შორაპანის მაზრას, მეორე -...