საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

თიანეთი და ფშავ-ხევსურეთი

გარეთ-კახეთის თავს, ე. ი. ჩრდილოეთით, თიანეთი ძევს. აქაური ქართველები ხვნა-თესვას მისდევენ: პური, სიმინდი და ქერი მოჰყავთ. საქონელის ყოლა კი ჩვეულებად არა აქვთ. სოფლებში შესანიშნავია თიანეთი და ბოჭორმა. თიანეთის ზემოთ, თუშეთის დასავლეთით, ფშავეთი ძევს და ამას ჩრდილოეთით ხევსურეთი აკრავს. თუშეთსა და ფშავეთს მხოლოდ ერთი მთა ჰყოფს. ფშავ-ხევსურეთი ძალიან მთიანი და ცივი ადგილია და ამიტომ აქ პური და სიმინდი არ მოდის. აქ თესავენ მარტო ქერსა და ამითი...