საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

გარეთ-კახეთი

ცივ-გომბორის მთას აქეთ და იორის ნაპირებზე გარეთ-კახეთი ძევს, რომელიც შეადგენს თბილისის მაზრის ნაწილს. სამხრეთით გარეთ-კახეთის ყარაიის დიდი მინდორი ძევს. მტკვრის პირად ატეხილია მაღალი და ხშირი ჭალა, სადაც მრავალგვარი ნადირი ბუდობს: ჯიხვი, შველი, დათვი, მგელი, ირემი, კურდღელი, მელა და სხვა. ფრინველებში ხოხობიც ბევრი იცის.

უწინ საქართველოს მეფეებს აქ ნადირობა ჩვეულებად ჰქონდათ; ეხლაც დიდი კაცები სანადიროდ ამ ჭალაშივე მიდიან. რაც გარეთ-კახეთის ნაყოფიერებას...