საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

საინგილო და თუშეთი

სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში კახეთიდან და ქიზიყის პირდაპირ ალაზნის იქითა ნაპირს საინგილო ძევს. ეს მხარე სპარსეთს დიდი ხანი ეჭირა და აქ მცხოვრებნი ქართველები გაამაჰმადიანა. ბოლოს დროს ბევრი ქრისტიანობაზე მოიქცა, ზოგი კი ისევ მაჰმადიანია. ყველა ინგილომ ორი ენა კარგად იცის, ქართული და თათრული. ეს ქვეყანა უნაყოფიერესი ადგილია: ღვინო უხვად მოდის, თუმცა მდარე; პური იზრდება თითქმის კაცის სიმაღლე და მეტად მდიდარი მოსავალი იცის; ბრინჯს ინგილოები ბლომად თესვენ, ბევრი...