ქიზიყი
შიგნით კახეთიდან რომ სამხრეთისკენ გამგზავრდე, ქიზიყში ჩახვალ. ქიზიყელები ბევრგვარს საქმეს მისდევენ: კახელებივით მარტო ღვინის მოყვანას არა სჯერდებიან; აქ ხვნა-თესვაც გავრცელებულია, რადგანაც ნაყოფიერი სახნავი მიწა ბლომად აქვთ. აღმოსავლეთის მხრით ალაზნის აქეთა ნაპირზე ერთი დიდი და ნაყოფიერი ველია გაშლილი, რომელსაც შირაქი ჰქვიან. ეს ველი ქიზიყელებს საერთოდ ეკუთვნით და ყოველგვარი ჭირნახული აქ მოჰყავთ. ველი კერძო სასაკუთრო მიწებად კი არა აქვთ დაყოფილი, ყველა სოფელს თავისი წილი...
