ჰაერი და მისი მოძრაობა
საკვირველი ნივთიერებაა ჰაერი. სწორედ საარაკო უჩინმაჩინის ქუდსა ჰგავს. ჩვენ ყოველთვის იგი გარშემო გვახვევია, ვსუნთქავთ მას და მასში ისე ვცხოვრობთ, როგორც თევზი წყალში. მაგრამ ხედვით კი ვერა ვხედავთ. ჰაერის არსებობას მხოლოდ მაშინა ვგრძნობთ და ვამჩნევთ, როცა იგი გაჩერებული არ არის, მოძრაობს და ქარს აჩენს.
რად მოძრაობს ჰაერი და როგორ აჩენს ქარსა? ყურადღებით მოისმინეთ შემდეგი და გაიგებთ.
გაძლიერებულს ბუხართან ზის პატარა გიგა და ხელიდან...
