საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

დუღილი და ჩუხჩუხი

დიასახლისმა ქოთანში წყალი ჩაასხა და ცეცხლთან ბუხარში მიდგა, უნდა ლობიო მოეხარშა. პატარა ხანს უკან წყალმა მოძრაობა იწყო ქოთანში. ცეცხლისაკენ მიშვერილი გვერდიდან წყალი ზევით ამოდის და აქეთა გვერდში ჩადის. ეს მოძრაობა წყლისა ჯერ მცირეა, მერე თანდათან მატულობს და ბოლოს სწრაფად ამორბის წყალი იქითა მხრივ და ჩარბის აქეთა მხრივ. ერთი სიტყვით, გაჩაღდა დუღილი. სწორედ ამ დროს დიასახლისმა ლობიო ჩაყარა ქოთანში. ადრე რომ ჩაეყარა ლობიო, შეჭამანდი უგემური გამოვიდოდა....