საქართველოს მცენარეები და ცხოველები
საქართველო მცენარეებით ძალიან მდიდარია, თუმცა იქითა საქართველო სჭარბობს აქეთასა. როგორც იქით, ისე აქეთ მინდვრებსა და ველებს ამშვენიერებს სხვადასხვა ლამაზი ყვავილები: ვარდი მრავალგვარი, ია, იასამანი, მიხაკი, ზამბახი, ნარგიზი და სხვები. მთები შემოსილია ხშირი და აყრილი ტყით. ამ ტყეებში თითქმის ყოველგვარი ხე იპოვება: წიფელა, თელა, მუხა, ნეკერჩხალი, იფნი, ფიჭვი, ნაძვი, ვერხვი, ცაცხვი, ურთხელი და სხვანი. აქ ბევრგვარი გარეული ხეხილიც ხარობს,...
