საქართველოს მდინარეები
თოვლიან-ყინულოვანი წვეროები კავკასიონის ქედისა ერთის მხრით სასარგებლოა მთელის ჩვენის ქვეყნისათვის. გამდნარი თოვლი და აგრეთვე წვიმა, რომელიც ხშირად მოდის მთაზე, აჩენს მრავალთა მდინარეს, რომელნიც უხვად ჰრწყავენ და ანოყიერებენ საქართველოსა. რაც კავკასიონის ქედია აქეთ გვერდიდან წყალი გამოდის, იკრიბება ორ დიდს მდინარეში, რიონსა და მტკვარში. რომელ წყლებსაც სათავე ლიხის მთის იქითა აქვს, თითქმის სულ რიონში ჩადის, და რომელსაც აქეთ - მტკვარში. რიონს სათავე...
