საქართველოს მთები და ქარები
ქარის მიმართულება ყოველს ქვეყანაში დედამიწის შენობაზე არის დამოკიდებული. საქართველოს ჩრდილოეთით კავკასიონის მთა აქვს აფარებული, სამხრეთით - სომხეთის მთა და იმის ტოტები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე და დასავლეთისა ღია არის. ამიტომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარი ამ ქვეყანაში შეუძლებელია. საქართველოში მხოლოდ ორი მხრის ქარი იცის: აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. იქითა საქართველოში პირველს ზენა ქარს ეძახიან, მეორეს ქვენა ქარს: აქეთ საქართველოში კი -...
